თავად დაიფინანსე შენი სწავლა მარტივად!
აქ ყველა შენს კითხვაზე მიიღებ პასუხს.
1
შეავსე განაცხადი
keyboard_arrow_down
განაცხადის
შევსება
თუ შენ უკვე გაქვს Student Card-ი, მაშინ შეავსე უმარტივესი განაცხადი, რომელსაც სულ 5 წუთი სჭირდება.
შეავსე განაცხადი
2
გაეცანი პირობებს
keyboard_arrow_down
დამტკიცებული სესხის
პირობების გაცნობა
გაეცანი უკვე დამტკიცებული სესხის პირობებს - საშეღავათო პერიოდს, სესხის დაფარვის გრაფიკს და სხვა
გაეცანი პირობებს
3
დაადასტურე გადარიცხვა
keyboard_arrow_down
დადასტურება და
თანხის გადარიცხვა
დაეთანხმე სესხის პირობებს და თანხა ავტომატურად გადაირიცხება შენი სასწავლებლის ანგარიშზე. გადარიცხვის საბუთს და სესხის დეტალებს მიიღებ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე
დაადასტურე გადარიცხვა
გაეცანი სესხის პირობებს
  • სესხის თანხა: მაქსიმუმ 1 წლის სწავლის საფასური (არაუმეტეს 3 000 ლარისა);
  • სესხის ვადა: 12 თვე. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ უფრო მალე გადაწყვეტ სესხის დაფარვას, შეზღუდული არ ხარ, ნებისმიერ დროს შეგიძლია იმაზე მეტი დაფარო, ვიდრე ეს გრაფიკით იქნება მოცემული, ამისთვის კი დამატებით საკომისიოს არ გადაიხდი, ანუ წინსწრებით დაფარვა - 0%-ია.
  • საშეღავათო პერიოდი - მინიმუმ 3 თვიანი შეღავათი სესხის ძირზე.
    რას ნიშნავს ეს?
    მაგალითად, თუ გჭირდება 2 000 ლარი სწავლის დაფინანსებისთვის და ამ თანხაზე ყოველთვიური გადასახდელი გამოდის 180 ლარი (ძირ თანხას + % ერთად), პირველი 3 თვე გრაფიკით გადასახდელი გექნება თანხა: მხოლოდ 30 ლარის ფარგლებში (ეს იქნება მხოლოდ %-ის გადასახდელი). თუ უფრო მეტის დაფარვას მოისურვებ, არ ხარ შეზღუდული! შენს ინდივიდუალურ საშეღავათო პერიოდს გაიგებ სესხის დამტკიცების შემდეგ.
  • სესხის პროცენტი: 18%-დან;
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 18%-დან;
სესხის ასაღებად მთავარია:
  • იყო სრულწლოვანი (18 წლის და მეტის);
  • ირიცხებოდე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  • გქონდეს შემოსავალი (მინ. 200 ლარის ოდენობის)
სესხის ხელშეკრულება შეგიძლია ნახო აქ
რა არის საჭირო სესხის ასაღებად?
  • საჭიროა იყო სტუდენტი, გქონდეს Student Card და შეავსო ძალიან მარტივი განაცხადი;
  • განაცხადში მოგთხოვთ შემდეგ ინფორმაციას;
    • სად სწავლობ;
    • საცხოვრებელი მისამართი;
    • როგორ აპირებ სესხის დაფარვას - მუშაობ, start-up-ი გაქვს, მშობლები დაგეხმარებიან დაფარვაში თუ..?
    • შენი ოჯახის შესახებ ინფოს;
რა ხდება სესხის დამტკიცების შემდეგ?
თუ დამტკიცებული სესხის პირობები შენთვის მისაღები იქნება, გაეცნობი სესხის დეტალებს, დაფარვის გრაფიკს, მიუთითებ, რა დანიშნულებით უნდა გადავრიცხოთ თანხა შენი სასწავლებლის ანგარიშზე, მთელს ამ ინფორმაციას დაადასტურებ და შენი სწავლა დაფინანსებული იქნება! თანხის გადარიცხვას კი ჩვენ ვუზრუნველყოფთ შენს სასწავლებელში და თან ელ. ფოსტაზე მიიღებ თანხის გადარიცხვის საბუთს, ასევე სესხის დაფარვის გრაფიკსაც.
თუ უკვე გიცნობთ (ანუ თუ ჩვენი ბანკის სერვისებით სარგებლობ), შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები ინფორმაცია მოგთხოვოთ.